მკოიანის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესსკონფერენციაზე, ახალქალაქში, 26 მარტს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატ სამველ პეტროსიანსა და მოქმედ დეპუტატ ენზელ მკოიანს შორის სროლების შენელებული კადრები აჩვენა. მან ახსნა სიტუაცია და განაცხადა, რომ სამველ პეტროსიანის მიმართ პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.
«პეტროსიანის წინააღმდეგ ბრალდებას ჩვენ არ ვეთანხმებით. მას ბრალი მე-19 და 108-ე მუხლებით უნდა წაეყენოს, რაც მკვლელობის მცდელობას ნიშნავს. ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესვრის პეტროსიანი დამიზნულად ენზელ მკოიანს. უფრო მეტიც, რამდენჯერმე ესვრის. ეს ხულიგნობა არ არის. ეს არის მკვლელობის მცდელობა. თუ ჩვენ ჩავეძიებით, მაშინ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოში»,- ახსნა ადვოკატმა.
ტარიელ მურმანიშვილმა შენელებული კადრების ჩვენებისას მოყვა, თუ რა მოხდა 26 მარტს, და თქვა, რომ ყველაფერი სამველ პეტროსიანის მიერ 19 წლის არმენ მკოიანის გალანძღვით დაიწყო, რის შემდეგაც გარჩევა უნცროს მკოიანებსა და პეტროსიანის შვილს- გევორქს შორის გაგრძელდა. შემდეგ მან აჩვენა, თუ როგორ ისვრის პეტროსიანი მკოიანის მიმართულებით იქამდე, ვიდრე უკანასკნელი დაიწყებდა სროლას.
რაც შეეხება არმენ მკოიანის სროლების კადრებს, ტარიელ მურმანიშვილმა აჩვენა იგივე კადრები, რაც ტელეკომპანია «ობიექტივის» მიერ გავრცელდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში კადრები უფრო ხანგძლივია. მკოიანების ადვოკატის მიერ ნაჩვენები კადრები რამდენიმე წამით გრძელია, ვიდრე ტელეკომპანია «ობიექტივის» მიერ გაშუქებული კადრები. მკოიანის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მართალია კადრებში ჩანს, რომ არმენ მკოიანი ისვრის, თუმცა იარაღი, რომელიც მას უჭირავს, არ ისვრის, რაც ექსპერტიზის მიერ იყო დამტკიცებული.
აღსანიშნავია, რომ პეტროსიანის ადვოკატი დავიდ ძნელაძე ამტკიცებს, რომ საქმეში 4 იარაღი ფიგურირებს, თუმცა დანაშაულის ადგილას ნაპოვნი ზოგიერთი ტყვია არცერთ იარაღს არ შეესაბამება. ის ასევე აცხადებს, რომ Opel მარკის მანქანის (სავარაუდოდ ინციდენტის დროს მანქანამ გაიარა) საბარგულიდან აღებული ტყვია გასროლილია იმ ადგილიდან, საიდანაც არმენ მკოიანი ისროდა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:28 საათზე კაფე «გოლდთან», რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანისა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი დაიწყო. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირება არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები თითქოს და დამშვიდდნენ და დაიშალნენ, “ქართული ოცნების” პარტიის მოქმედ წევრს ენზელ მკოიანსა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს სამველ პეტროსიანს შორის სროლები იწყება.
ამის შედეგად ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. ორივე ბრალდებული, ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის აღკვეთის მიზნით დააკავეს.
მოგვიანებით როგორც პეტროსიანს, ასევე მკოიანს გამოძიების მიმართ პრეტენზიები გაუჩნდათ.
პეტროსიანის მხარე ამტკიცებს, რომ მკოიანი საქმეში უნდა ფიგურირებდეს არა როგორც მოწმე, არამედ, როგორც მხარე, რადგან ის ესროდა პეტროსიანს. მსგავსი განცხადებით გამოვიდნენ, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ასევე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
თავის მხრივ, ენზელ მკოიანი გამოვიდა განცხადებით მასზედ, რომ პეტრიოსიანს არ ასამართლებენ იმისათვის რაც გააკეთა, ის უნდა იყვეს გასამართლებული “მკვლელობის მცდელობისათვის”. მკოიანის მხარდასაჭერად ასევე გამოვიდა «ქართული ოცნების» პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ მკოიანი თავს იცავდა და ის პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა დააყენონ.
საბოლოოდ სასამართლო პროცესი ხულიგნობისა და იარაღის მარლთსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე გრძელდება, ჯერჯერობით სხდომა მხოლოდ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების საკითხის შესახებ გაიმართა.
ამასობაში, ახალქალაქში ბრალდებულების მხარდაასაჭერად ხელმოწერების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.
დაპირისპირება პეტროსიანი Vs მკოიანი: სროლებიდან პეტიციებამდე