ახალქალაქში მომხდარი არეულობა გრძელდება.

ჩვენი ინფორმაციით, მიასნიკის და ნალბანდიანის ქუჩებზე ხალხმა ორ სახლს ცეცხლი წაუკიდა. ამ წუთებში ქუჩაში ხანძარია. მიასნიკიანის ქუჩაზე ხანჯარი ჩააქრეს, ნალბანდიანის ქუჩაზე მდებარე სახლში მეხანძრეები მუშაობენ.

ახალქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ა. ტოროიანის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი დაჭრილი, კიდევ ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. ახალქალაქის საავადმყოფოსთან რამდენიმე მანქანაა დალეწილი.

JNEWS-მა ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენს შემდეგ მასალებში შეიტყობთ.

pogrom2

 

pogrom5

pogrom6

pogrom7

pogrom8