ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩა თავისუფლებაზე, სადღესასწაულოდ ძველი განათება დამონტაჟდა. ახლები შეიძინეს, მაგრამ ჯერ არ განლაგებულა. მთავარი ნაძვის ხე კი 15 დეკემბრის შემდეგ დამონტაჟდება.
სადღესასწაულო განათებაზე ახალქალაქის სერვისცენტრი ზრუნავს. ქალაქის მორთვა გასული კვირის ბოლოს დაიწყეს. ამ დროისთვის ცენტრში და თავისუფლების ქუჩის გასწვრივ ქოლგების, ვარსკვლავების, ფიფქების და სხვა ფიგურების განათებები უკვე განთავსებულია.
ახალი განათება და სხვადასხვა სათამაშოები ინდმეწარმე სირაკან ზაქარიანმა შეიძინა. მისივე თქმით, ტენდერით გათვალისწინებული საჭიროებები მზადაა და ვალდებულზე მეტად გაისარჯა. ნივთებს სერვისცენტრს და ამ დღეებში გადასცემენ.
ახალქალაქის მთავარი ნაძვის ხე თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე, ხას ბახჩას პარკსა და მინისტადიონს შორის, ზაქარიანის თქმით, 15 დეკემბრისთვის დამონტაჟდება.
“ძველ ნაძვის ხეს დაამონტაჟებენ, თუმცა შევუთანხმდით და დიზაინერებს თბილისიდან ჩამოვიყვანთ. სწორედ მათი დახმარებით მოვრთავთ ნაძვის ხეს”, – აცხადებს ინდმეწარმე.