ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მოსწავლეთა მხოლოდ 30% დადის, დანარჩენები ავად არიან, სკოლებს ბევრი აცდენს და ხშირად ექიმებს გართულებების გამო მიმართავენ. Jnews-ს ამ თემასთან დაკავშრებით სპეციალისტები ესაუბრნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ახალქალაქში ბევრი ავადმყოფია, მაგრამ გავრცელებული ვირუსი კორონავირუსი არ არის, რადგან კოვიდ ტესტთა უმეტესობა უარყოფითია. მუნიციპალიტეტში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა გავრცელებული. უმეტესად ეს დაავადებები ბრონქებისა და ფილტვების პრობლემებს იწვევენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი მოგვიწოდებს, დამოუკიდებლად არ ვიმკურნალოთ და ექიმს ინფექციის გამოსავლენისთანავე მივმართოთ, რათა სათანადოდ უმკურნალონ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი სკოლებს სთხოვს, დასწრების გრაფიკს, ვირუსების გავრცელების მონიტორინგისთვის, თვალყური ადევნონ.
ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრის კაბინეტის წინ რამდენიმე ათეული პაციენტისგან შემდგარი რიგი იდგა. ზოგიერთი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომლებიც ხელახლა დაავადნენ.
„სკოლამდელ დაწესებულებებს ვთხოვ, მკაცრად დააკვირდნენ, რომ ავადმყოფი ბავშვები სახლებში არ გაუშვან. უკვე გამოჯანმრთელებული ბავშები ხელახლა დაინფიცირდნენ და კვლავ ჩვენთან ბრუნდებიან. სახლში თვითმკურნალობა არ არის საჭირო. ერთ-ერთი პაციენტი ბავშვს 20 დღე დამოუკიდებლად სახლში მკურნალობდა, ჩვენთან კი ფილტვების ანთებით მოიყვანეს“ – განმარტავს პედიატრი მარიანა ამბარცუმიანი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სეზონური ვირუსების პიკი საქართველოში წელს ჩვეულებრივზე ადრე დაფიქსირდა. გვირჩევენ დავიცვათ პირადი ჰიგიენა, მივიღოთ ბევრი სითხე, თუ საკუთარ თავს ან სხვებს ვირუსის სიმპტომებს ვამჩნევთ, გავიკეთოთ ნიღაბი და თვითმკურნალობა არ მივმართოთ, რათა დაავადება არ გართულდეს.