დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირზეა როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება”, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, 19 მარტს ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.