მწვავე ვირუსული, უაღრესად გადამდები დაავადებების ფონზე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაიხურა. ხულგუმოს საბავშვო ბაღში ამჯერად ჩუტყვავილას შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც საბავშვო ბაღში ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ჩუტყვავილას გადამტანები ბევრია. ბოლო შემოწმებისას წითელას შემთხვევა არ გამოვლენილა.
„შემოწმების შედეგად წითელა არ დადასტურდა, ჩუტყვავილა იყო გავრცელებული, ამიტომ ხულგუმოს საბავშვო ბაღი კიდევ ერთი კვირა დაიკეტება. სხვა საბავშვო ბაღებიდან ჯერ არანაირი შეტყობინება არ ყოფილა“, – დაამატა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისიდან სოფელ ბარალეთსა და კოჩიოში სკოლამდელი დაწესებულებები ერთკვირიანი კარანტინით დაიხურა, ასევე კარანტინი გამოცხადდა სოფელ ბავრასა და ორჯას ბავშვებისთვისაც, რომლებიც ქალაქ ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში დადიან.
ვირუსის გავრცელებასთან ერთად შესაძლოა შეიცვალოს საკარანტინო ვადა.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
ჩუტყვავილა და წითელა: მდგომარეობა ახალქალაქის სკოლამდელ დაწესებულებებში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ჩუტყვავილა