წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი 7 დეკემბერს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გზქილისაში გარდაცვლილი ჰაიკაზუნ ბაბერციანის ახლობლებს შეხვდა, რომლებიც 6 დეკემბერს საპროტესტო აქციით მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
გარდაცვლილი ჰაიკაზუნ ბაბერციანის ახლობლები წალკის მერიის შენობასთან მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან შეხვედრისთვის შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა ჰაიკაზუნ ბაბერციანის მკვლელობის საქმის დროული გახსნა იყო. შეხვედრა ვერ შედგა, რადგან დეპუტატი წალკაში არ იმყოფებოდა.
დეპუტატის გარდაცვლილის ნათესავებსა და თანასოფლელებს 7 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, სოფელ გზქილისას ცენტრში შეხვდა.
გოგი მეშველიანმა პროტესტის მონაწილეების მოსმენის შემდეგ პირობა დადო, რომ ამ საკითხს გამოიკვლევს და უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმარება.
გარდაცვლილის ძმის გევორგ ბაბერციანის თქმით, დეპუტატმა ადვოკატს მასთან დაკავშირება სთხოვა.
„გვხთოვა ჩვენი ადვოკატი დაჰკავშირებოდა. მისი თქმით ერთ კვირაში გავიგებთ როგორ ვითარდება სიტუაცია“, – განმარტავს გევორგ ბაბერციანი.
სოფელ გზქილისაში მცხოვრები ჰაიკაზუნ ბაბერციანი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გაუჩინარდა, საღამოს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ცხედარი გაუჩინარებიდან შვიდი თვის შემდეგ იპოვეს, ნეშტი კი ერთი თვის წინ დაკრძალეს. ახლობლები თვლიან, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს.
გარდაცვლილი ჰაიკაზუნ ბაბერციანის ახლობლები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ
33 წლის ჰაიკაზუნ ბაბერციანი დაკარგულია, მოწმეებს ვთხოვთ რეაგირებას