ნინოწმინდის სადრესასწაულოდ მორთულობაზე ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტმა საახალწლო დეკორაციის განახლებისთვის 14 000 ლარი გამოყო.

თანხა განათების მოწყობილობების, აქსესუარების შეძენას, მონტაჟს მოხმარდება. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 დეკემბერს არის.

elka1

წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მხოლოდ დეკორაციებს ყიდულობს და ძველ ნაძვის ხესა და დეკორაციებს გამოიყენებს.

შეიძენენ სხვადასხვა ტიპის LED-ებს, ფერად პროექტორებს, მანათობელ სტრინგებს. გამარჯვებული კომპანია ან ფიზიკური პირი ვალდებულია შეიძინოს ტენდერში ჩამოთვლილი ნივთები, მორთოს ნაძვი ხე და იზრუნოს სათამაშოებისა და განათებების ორგანიზებაზე. ნინოწმინდის ცენტრალური ქუჩის ხეებიც მოირთვება.

elka

მთავარი ფოტო 2017 წლისთ თარიღდება