მერიამ ახალქალაქის სერვისცენტრის პარკინგისთვის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შენობა გაარემონტა და უზრუნველყო. ცენტრის 12 ერთეული ტექნიკა ამ შენობაში გადავა, მაგრამ მთავარი ადმინისტრაციული ოფისი ქალაქის ცენტრში დარჩება.

garaj

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყოფილი შენობა გარემონტდა და ექსპლუატაციისთვის მზად არის. შენობის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა. საბოლოოდ, შპს “ეი ტი ვი”-მ 496 990 ლარით გაიმარჯვა.

garaj 1

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა განაცხადა, რომ მერიის ეს ინიციატივა საჭირო იყო.

„სამუშაო დასრულებულია და მერია შენობასაც გადმოგვცემს. ელექტროელერგია ჯერ არ არის, მაგრამ გავიყვანთ, კამერებს დავაკავშირებთ და მანქანებს შენობაში გავაჩერებთ. კორპუსს დაცვის თანამშრომელიც ჰყავს. თავდაპირველად ავტოფარეხი არ გვქონდა და მძღოლები საკუთარ ტექნიკას სახლის წინ აჩერებდა, ახლა კი შენობაში, კამერების ქვეშ დააპარკინგებენ“, – განმარტა მხითარ რსტაკიანმა.

სერვისცენტრის 12 ერთეული ტექნიკიდან სამი არამუშა მდგომარეობაშია.

meqenaner