დღეს, 17 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც  განიხილესბიუჯეტის პროექტში ცვლილებები, მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შტატიანი განრიგი. ასევე, განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოს  წინადადებების დასამატებლად დაბრუნდა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს განსახილველად ხუთი საკითხი შესთავაზეს:
1. ფრაქცია „ევროპული საქართველო – ლელოს“ შექმნის თაობაზე
2. ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში
3. ახალქალაქის საკრებულოს საშტატო ცხრილში ცვლილებების შეტანა
4. 7 ინფრასტრუქტურული სამუშაოს დამტკიცება
5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

ყველა კითხვა, გარდა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტისა, მიიღეს. ბიუჯეტის პროექტი წინადადებებით ისევ მერიას დაუბრუნდა. შეთავაზებული იყო შემდეგი ცვლილებები: მარტოხელა მშობლებისთვის, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ, სწავლის საფასურის 50%-იანი დაფინანსება, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიული კურსის წარჩინებული სტუდენტების წასახალისებლად 150 ლარის გამოყოფა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფულადი დახმარების წელიწადში ორჯერ გაცემა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან გაკეთდა შენივნა,  რომ ზოგიერთ სოფელში მოასფალტებულია სოფლებს შორის გზები, ზოგში კი სოფელში მიმავალი გზები ჯერ არ არის მოასფალტებული. მათ მერიას პრიორიტეტების სამართლიანობის პრინციპით შერჩევა მოსთხოვეს.