2 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, ქობულეთში ცეკვის ფესტივალი „მზიანი საქართველო“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის ცეკვის ანსამბლი „ვაჩიანმა“, სადაც სამი სომხური ცეკვა წარმოადგინა. ფესტივალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომებით.

ცეკვის ანსამბლ „ვაჩიანის“ მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები „წაღკაძორი“, „ფაფური“ და „კტკტიკი“. ქორეოგრაფი აღნიშნავს, რომ მაყურებელს ყველა ცეკვა მოეწონა, მაგრამ რეაქცია „კტკტიკზე“ უფრო სულიერი და ძლიერი იყო.

hamuyt

ფესტივალის გვერდით იყო ასევე ბანაკი, სადაც ბავშვები პარალელურად ფესტივალის გახსნისთვის ემზადებოდნენ.

„ქობულეთის ბანაკში ვმონაწილეობდით, 6 დღე ვიარეთ. კორონოვირუსის შემდეგ ჩვენი მთავარი საცეკვაო ჯგუფი, თითქმის დაიშალა, ახლა სრულიად ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამ შემადგენლობით პირველად ვმონაწილეობთ სანაპირო ფესტივალში“, – ამბობს ანსამბლი ხელმძღვანელი ნასლეტ ქეჰიანი.

ფესტივალს საქართველოს 7-მდე რეგიონი ესწრებოდა, მათ შორის დედაქალაქის საცეკვაო ჯგუფები.

ქორეოგრაფი კმაყოფილია, ამბობს, რომ ბავშვები ძალიან კარგად გამოვიდნენ.

„პირველი ჯერისთვის კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი დარჩა მაყურებელიც. ფესტივალი არ იყო საკონკურსო, ჩვენმა ყველა მონაწილემ მიიღო ინდივიდუალური დიპლომი“, – ამატებს ქორეოგრაფი.

ქორეოგრაფებს ასევე გადაეცათ ინდივიდუალური დიპლომები.

Naslet

ის აღნიშნავს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ბავშვებს ეძლევათ საშუალება ნახონ და გაიგონ მეტი.

„ტურები ბავშვებს საშუალებას აძლევს ნახონ დიდი სცენები, მაყურებლები, გავიდნენ ვიწრო წრიდან. ეს მათ შთააგონებს, ამყარებენ ახალ ნაცნობობას და მეგობრობას, მეტი კონტაქტი აქვთ სახელმწიფო ენასთან“, – ამატებს ნასლეტ ქეჰანი.

ქალაქ ბათუმში ფესტივალის მიღმა ბავშვების დასვენებაც იყო ორგანიზებული, მათ ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ფინანსური ხარჯები მშობლებმა დაფარეს.

სამომავლო გეგმები ბევრია, მაგრამ უახლოესი ბულგარეთში წასვლაა. „ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ჯგუფიდან 10-მდე ადამიანი, ასევე ანსამბლი „ფარვანა“ ნინოწმინდიდან და სხვა ჯგუფები თბილისიდან. უამრავი პროგრამაა – როგორც ერევანში, ასევე თბილისში. „ვაჩიანის” ცეკვის ანსამბლმა არაერთხელ გამოიჩინა ინიციატივა, ვნახოთ რა გამოვა, გვინდა ხალხი შევკრიბოთ სუფთა ჰაერზე და ჩავატაროთ ღია ცეკვის გაკვეთილები“.

შეგახსენებთ, რომ ცეკვის ანსამბლი „ვაჩიანი“ 2008 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ერთი წელი არ მუშაობდა და ისიც კორონავირუსის გამო.

ახლა ანსამბლ “ვაჩიანში” ოთხი ჯგუფია, 4-დან 16 წლამდე 110 ბავშვი ცეკვავს.

„ვაჩიანში ცეკვა ტრადიციად გადავაქციეთ, თავიდან ბიჭებისთვის ცეკვა ძალიან სამარცხვინო იყო. დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ერთი ბიჭით დავიწყეთ, ახლა კი ჯგუფში 30 ბიჭი ცეკვავს. 2008 წელს მშობლებს ვთხოვე, ბიჭები ეტარებინათ ცეკვაზე, მაგრამ ახლა ასეთი პრობლემა არ მაქვს, ეს უკვე გამარჯვებაა ცეკვის ხელოვნებაში“, – ასკვნის ნასლეტ ქეჰიანი, ”ვაჩიანის” ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი.