Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 110, ხოლო აჭარაში – 31.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 945 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 107 პირი, აჭარაში – 620, იმერეთში – 1 067.