სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფორმაციის თანახმად სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 645-მდე გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 33 წლის იყო. ამგვარად, დაღუპულთა საერთო რიცხვი 427-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 13 116 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 10 445 ადამიანს ამჟამად მკურნალობა უტარდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაინფიცრებული პაციენტების რაოდენობასთან შეფარდებით სომხეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა.