17 წლის ახალციხელმა ლენა თათევოსიანმა სომხური წიგნების ქსელური ბიბლიოთეკა „თევუნცი“ გახსნა. იდეის განსახორციელებლად გრანტი გამძლეობისა და ყურადღების წყალობით მიიღო.
Facebook-ის სოციალურ ქსელში ახალი გვერდი გამოჩნდა, სადაც წერენ:
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თევუნცში. ჯავახეთში პირველი სომხურენოვანი ბიბლიოთეკა და ქსელური ვართ, რომლის მიზანიც ჯავახეთში ახალი ხარისხის შემოტანაა. ბიბლიოთეკის საშუალებით იპოვით და წაიკითხავთ თქვენთვის საჭირო წიგნს ჯავახეთის ნებისმიერ წერტილში, შემდეგ კი დააბრუნებთ. გახსოვდეთ, ის ვართ, რასაც ვკითხულობთ”.
ბიბლიოთეკა ახალციხეში „არმატის“ ოფისში მდებარეობს, წიგნების მცირე ფილიალი კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში მალე გაიხსნება. წიგნების აღება, წაიკითხვა და დაბრუნება ყველას შეეძლება.
ქსელური ბიბლიოთეკის „თევუნცის“ შემქმნელის თქმით, ბოლო დროს ჯავახეთის ახალგაზრდები ვეღარ პოულობენ საჭირო წიგნებს, ამიტომ გამიჩნდა ბიბლიოთეკის შექმნის იდეაც.
„რამდენჯერმე თავადაც გავცვალე წიგნები, ამიტომ კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ქსელური ბიბლიოთეკის სახით რომ ყოფილიყო ორგანიზებული და რეალიზებული. ქსელური ბიბლიოთეკების იდეა უკვე ფართოდ არის გავრცელებული ევროპის ქალაქებში, რისი წყალობითაც ახალგაზრდები წიგნებს იყვარებენ. ჯავახეთში სომხური წიგნების დეფიციტი გვაქვს, რაც სამწუხარო ფაქტია. ბიბლიოთეკის სტრუქტურის წყალობით, ჯავახეთის ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ წაიკითხონ და განიხილონ ისინი. საწყის ეტაპზე ბიბლიოთეკა „არმატის“ ცენტრებში განთავსდება, რაც მოტივაციაც იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ეს ცენტრები მოინახულონ“, – განმარტავს ლენა.
ლენა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის პროგრამის სტუდენტია, თუმცა სწავლას პროგრამირების მიმართულებით გააგრძელებს. პარალელურად ჯავახეთის ფონდში მუშაობს და ახალციხის “არმატ” ჯგუფის ხელმძღვანელია, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისის პოზიცია უკავია.
2022 წლის აპრილში ლენამ Awesome Foundation Javakhk-ის გრანტის შესახებ შეიტყო და ჯავახეთში პირველი სომხურენოვანი ბიბლიოთეკის გახსნისთვის მაშინვე მიმართა. ფინალამდე მიაღწია, მაგრამ უფრო შორს ვერ წავიდა. ლენა არ დანებდა და მეორედ დაუკავშრდა მათ, მაგრამ ვერც ახლა გაიმარჯვა.
”კვლავ არ დავნებდი და ვთქვი: ოცნებებს სუსტები არ მოსწონთ”, – ჰყვება ლენა.
დაჟინებული მცდელობის შემდეგ საბოლოოდ მიზანს მიაღწია და საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელშიც $1000 მოიგო. მთლიანი თანხით ბიბლიოთეკის წიგნები შეიძინა. მიღწევაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „თევუნცი ბრძოლითა და შეუპოვრობით გახსნილი ბიბლიოთეკაა“.
ლენა Awesome Foundation Javakhk-ს დაფინანსებისა და ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდს შენობისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, წიგნების გადაცემით პროექტის მხარდაჭერა ნებისმიერს შეუძლია.
“როგორც წესი, ყველაზე დიდი ცვლილებები ყველაზე პატარა ნაბიჯებით იწყება”, – აცხადებს ლენა თათევოსიანი.