20 ივლისს საქართველოში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გამოცდა პირველად ჩააბარეს. ამ საგანში გამოცდაზე მაქსიმალური ქულა არის 70, რაც 10 კრედიტს უდრის.

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები, რომლებიც საგნობრივი და პროფესიულ გამოცდებს ჩააბარებენ იღებენ კვალიფიკაციას და, შესაბამისად, მაღალ ხელფასს. თუმცა, მასწავლებლებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მშობლიურ ენას ასწავლიან, გამოცდებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ წელს მიეცათ.

არუს გაბრიელიანი სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დაახლოებით ერთი წელია მუშაობს. ამბობს, რომ ეს გამოცდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არის ბევრი ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

„იყო ბევრი კითხვა, რომლებსაც ვერ ვუპასუხე. ჩვენ არ მოგვცეს ტესტის ვარიანტები წინასწარი გადახედვისთვის და ა.შ. გამოცდის წინა დღეს იყო ორდღიანი მოსამზადებელი შეხვედრა, რის შემდეგაც მცირე წარმოდგენა გვქონდა, რას ვაპირებდით. მაგალითად, როგორ უნდა გამოვიყენოთ კომპიუტერი, თუნდაც კითხვების რაოდენობაზე და ა.შ.“ – ამბობს სომხური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი არუს გაბრიელიანი.

მისივე თქმით, გამოცდის პირველ ნაწილში იყო კითხვები სომხურ ენაზე, შემდეგ კი ლიტერატურაში. გამოცდაში მონაწილე მასწავლებლების თქმით, საგამოცდო კითხვები იმდენად დამაბნეველი იყო, რომ მონაწილეები დააბნია.

„იმდენს ვუპასუხეთ, რამდენადაც მზად ვიყავით, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილის დასრულება შეგვეძლო, რადგან ამ კითხვებზე მეტი პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანდა, მაგრამ პირიქით იყო. იგივე შეიძლება ითქვას ლიტერატურაზე, რომელიც შეგროვებულ იყო სატესტო ვერსიაში. იქაც ისეთი დამაბნეველი ვარიანტები იყო ტესტში, რომ პასუხის მონიშვნამდე სიფრთხილე და დაფიქრება იყო საჭირო“, – ამბობს არუს გაბრიელიანი.

მისი თქმით, გამოცდის დასრულების შემდეგ მასწავლებლების მოსაზრებები განსხვავებული იყო, მაგრამ ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ საგამოცდო კითხვები ძალიან ცუდად იყო მომზადებული.

სირთულეებზე საუბრობენ გამოცდილი სპეციალისტებიც. დღეს სკოლებში ასწავლიან ახალი თაობის სპეციალისტებისთვის ნაცნობ უახლესი პერიოდის ავტორებს. გამოცდილ და ხანდაზმულ პროფესიონალებს ასევე ჰქონდათ პრობლემები კომპიუტერის გამოყენებისას.

ანაჰიტ ლაგზიანი სოფელ პატარა სამსარის სკოლის დირექტორია. მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სომხურ პოეზიას და ლიტერატურას. მისი აზრით,  ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო მათთვის, ვისაც სტატუსის ამაღლება სურდა.

„ვმონაწილეობდით ტრენინგებში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თემები, რომლებიც მასში განიხილებოდა, საგამოცდო კითხვებთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული. რაც შეეხება კითხვებს, იყო როგორც მარტივი, ასევე რთული, მაგრამ ზოგადად დამაბნეველი კითხვები იყო. რთული იყო ისიც, რომ წინასწარი კითხვები არ გვქონდა, ვფიქრობ, მომავალ წელს უფრო გასაგები იქნება“, – ამბობს ანაჰიტი და ამატებს, რომ მოსამზადებლადაც ცოტა დრო ჰქონდა.

დროის ნაკლებობაზე ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი თაგუშ სარქისიანიც ამბობს, რომ 4 საათი ძალიან ცოტაა ამხელა სამუშაოსთვის. მას ეთანხმება გამოცდა ჩაბარებული მასწავლებლების უმეტესობა.

„ეს ძირითადად საპროგრამო კითხვები იყო, ვერ ვიტყვი, რომ უცნობი ავტორები ახსენეს, რადგან თანამედროვე მწერლებსაც უნდა ვიცნობდეთ. ვფიქრობ, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები ძველია და ვერ ვსწავლობთ და ვნახულობთ, რა სიახლეებია“, – ამბობს სომხური ენის სპეციალისტი თაგუშ სარქისიანი, რომელსაც მასწავლებლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.