სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა ქვეყანაში, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2,5-ჯერ გაიზარდა და 16 035 ფაქტი შეადგინა.
შარშან, პირველი სამი თვის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ თუ 258 შეადგინა, მიმდინარე წელს ეს რიცხი 833-მდე გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი დანაშაული ჩადენილია კერძო საკუთრების წინააღმდეგ. იგულისხმება ქურდობა, ძარცვა, გამოძალვა, საკუთრების დაზიანება და სხვა.
გაზრდილია ჯანმრთელობის დაზიანების მხრივ ჩადენილი დანაშაულის რიცხვიც, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით – 2 868 ფაქტი.
გაზრდილია ნარკოდანაშაული – 1075 ფაქტი 477-ის წინააღმდე, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემია.