გუშინ, 4 მაისის საღამოს, ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად ელექტროხაზი დაზიანდა. ელვამ ახალქალაქის გარეუბანში მდებარე ელექტროქვესადგური დააზიანა. როგორც კომპანია Energo Pro Georgia-ში აცხადებენ, ქალაქის ელექტრომომარაგება ერთი საათის განმავლობაში აღდგება.

გუშინდელი დღის შემდეგ, ელექტროგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებმა ავარიის კონკრეტული ადგილის დადგენა ვერ შეძლეს. ქალაქის ზოგ ადგილებში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტრომომარაგება აღდგა ელექტროქვესადგურის შემოწმების შემდეგ, მაგრამ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დენის გარეშე დარჩა.

დღეს, დილით, ავარიის ადგილი იპოვეს. როგორც Energo Pro Georgia-ში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ქალაქის ელექტრომომარაგება ნახევარ საათში სრულად აღდგება.