პროგრამის “განახლებული მუნიციპალიტეტის” ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტროტუარებზე მუშაობენ. მთავარი ქუჩის მაღაზიების მეპატრონეები სამუშაოების გაჭიანურებით უკმაყოფილონი არიან.

თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ერთ ნაწილში ტროტუარზე დიდი ორმოა გათხრილი, გზაზე მიწა ყრია, რის გამოც მაღაზიებში შესვლა ჭირს. მომხმარებელს კი ფეხსაცმლის ძირებით მიწა და ჭუჭყი მაღაზიებში შეაქვს.

„ექვსი თვის წინ ამოთხარეს და ასე დატოვეს. ტალახია და სიარული თითქმის შეუძლებელია. იცით, რამდენი ადამიანი წაიქცა ამ რკინის გისოსებზე? ყველაზე ხშირად მოხუცები შავდებიან“, – აცხადებს თავისუფლების ქუჩის ერთ-ერთი მოვაჭრე.

cekh

მეზობელი მაღაზიის მფლობელმა გადაწყვიტა გამოსავალი დამოუკიდებლად ეპოვა და  ტროტუარის გასწორებას, ჭუჭყისა და მიწისგან გაწმენდას შეეცადა.

მაღაზიების მფლობელება შეიტყვეს, რომ წელს ტროტუარების კეთილმოწყობა აღარ დასრულდება. Jnews-ი შეეცადა სიტუაცია მერიაში გაერკვია.

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა:

„შეთანხმება ასეთი იყო: სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ამინდი იძლევა ამის საშუალებას. ბუნებრივია, თუ ცივა, მუშაობას ვერ შეძლებენ. მაგრამ ჭორები, რომ სამუშაოები შეჩერებულია, სიმართლე არ არის“.

ტროტუარზე გათხრილ დიდ ორმოზე, რომელიც კანალიზაციისა და წყალმომარაგებისთვის დასჭირდათ, ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრი იზრუნებს.

„სამუშაოს დასასრულებლად 50 დღე გვაქვს. ვეცდებით უფრო ადრეც დავასრულოთ. ვინაიდან ასფალტზე ვმუშაობთ, სამშენებლო მასალებს ველოდებით, რომ ორმო სწარაფდ ამომავსოთ“, – განმარტავს ცენტრის დირექტორი გიროგი ვახტანგიშვილი.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში, მათ შორის ახალქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით პროგრამას “განახლებულ მუნიციპალიტეტს” ახორციელებს, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მოედნის, შენობის ფასადების აღდგენას გულისხმობს.