ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, კვირის ბოლომდე შეზღუდვები თბილისსა და რუსთვშიც მოიხნება, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
დღეს, საქართველოში დაწესებული ბევრი შეზღუდვების მოხსნის შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის, დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 15 აპრილიდან იყო დადგენილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მალე გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავშიც მოიხსნება. გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ აღნიშნული ქალაქებისა და მთლინად ქვენის ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვა, დიდი ალბათობით, კვირის ბოლოს მოიხსნება.
ხვალიდან, ანუ 5 მაისიდან, შეზღუდვა სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიებსა და ავტომომსახურების სერვისებს ეხსნება.