პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა, რომელსაც 82 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 27-28 იანვარს გაიმართება.
რიგგარეშე სესიის ფარგლებში, დეპუტატები Covid 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეხება.
პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.