წითელი ჯვარი ახალქალაქის მერიასთან ერთად 29-30 ოქტომბერს სოფელ გოდოლარსა და კარტიკამში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გამართავს. მოქალაქეებს შეეძლებათ რადიოლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და თერაპევტიული კვლევები ჩაიტარონ~.
უფასო სამედიცინო კონსულტაციები თავდაპირველად სოფელ გოდოლარში 29 ოქტომბერს ჩატარდება, შემდე კი სოფელ კარტიკამში 30 ოქტომბერს.
ამ სოფლების გარდა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც შეეძლებათ. წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო. კონსულტაციას რადიოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი და თერაპევტი – წითელი ჯვრის ცენტრალური ოფისის ექიმები გაუწევენ.
კონსულტაციები 12:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება, შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდეა.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ახალქალაქის მუნიციპალიტეტსა და წითელ ჯვარს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.
„მემორანდუმის შესაბამისად ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ და დროებითი გამოყენებისთვის ფართებიც გამოვყავით“, – განმარტა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.