30 დეკემბრიდან ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სტაციონარის პაციენტები სამჯერად კვებაზე გადავლენ. საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, პაციენტები შესაბამის საკვებს მიიღებენ.
საჭმელს საავადმყოფო არ მოამზადებს. კომპანია “ევექსმა” შესაბამის კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც სამჯერად კვებას ვადაზე ადრე მითითებული რაოდენობითა და ინგრედიენტებით უზრუნველყოფს. კვების თანხა საავადმყოფოს მომსახურების ღირებულებაზე არ მოქმედებს.
“პაციენტების კვებას კომპანიის ხარჯზე ვუზრუნველყოფთ. ავადმყოფებს შესაბამის დიეტურ საკვებს ვაძლევთ. მენიუში შედის ხილი, წვენები, რძის პროდუქტები, სუპები, ხორცი და ბევრი სხვა რამ, რაც პაციენტის ორგანიზმს სჭირდება“, – განაცხადა ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსან თოროიანმა Jnews-სთან საუბრისას.
საკვები საავადმყოფოში ერთჯერადი ჭურჭლით მოაქვთ.