26 ოქტომბერს, ტურცხში, გური ეთერის მშობლიურ სოფელში, პოეტის პოეზიის დღეს უკვე მერვედ აღნიშნავენ.

Guri Eterr

yntaniq
პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისმა მეუღლემ და ქალიშვილებმა მოაწყვეს, რომელსაც ოჯახის მეგობრები, ახლობლები, აშუღ ალიკ ჯავახკი, მერის მეორე მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი და სხვები ესწრებოდნენ.

inqnakaravarum

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრეებმა პოეტის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს. წირვა სოფელ ტურცხის ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ანდრეი იანიცკიმ აღასრულა. პოეტის საფლავზე ყარსიდან ჩამოტანილი მიწა დაყარეს, რომელიც პოეტის საფლავისთვის ოჯახის მეგობარმა გიუმრელმა გური ეთერმა მიიტანა, ხოლო აშუღ ალიქ ჯავახკმა საბერძნეთიდან ნაკურთხი წყალი ჩამოიტანა, რომელიც საფლავს მიასხურეს.

orhnac jur

ღონისძიება პოეტის სახლის ეზოში გაიმართა, სადაც ხელოვანის ნაწარმოებები მისმა ქალიშვილებმა წაიკითხეს.

dustr

„დღეს გური ეთერის მუზეუმში მისი პოეზიის 8 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. იმედი მაქვს, 2023 წლის აგვისტოს ბოლოს სახლ-მუზეუმის გახსნასაც შევძლებთ. წელს კი გვსურს წიგნი „მეფე აბგარი“ გამოვცეთ. ის უკვე რედაქტირებულია, შემდეგ წიგნი კი „შავი მელა“ იქნება, თუმცა ჯერჯერობით პრიორიტეტი სახლ-მუზეუმის გახსნაა, რათა ხალხი ესტუმროს და პოეტი უკეთ გაიცნოს. დიასპორის სომხები უფრო მეტად კითხულობენ „გური ეთერს“, მაგრამ მინდა ყველამ წაიკითხოს, რადგან ეს ის ხელოვნებაა, რომელიც მსოფლიოს გადაარჩენს“, – განმარტავს პოეტის მეუღლე, მწერალი და ორატორი სილვა სიფანუი.

ოთახში, რომელიც პოეტის მუზეუმი გახდება, მის მიერ გაკეთებული მაგიდა, საწოლი, ნახატები, წიგნები და პოეტის სხვა ნივთებია განთავსებული.

nkarner

grqer

გური ეთერ ავეტისიანი 1951 წელს საქართველოში, სოფელ შრომში, მახარაძეში დაიბადა. ოჯახთან ერთად სოფელ ტურცხში საცხოვრებლად 5 წლის ასაკში გადავიდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა.

ადრეული ასაკიდან დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომელშც პოეტმა პოეზიით სამშობლოს და ახლობლების სიყვარული გადმოსცა. 7 წიგნის ავტორია და წერდა, როგორც პროზას, ასევე პოეზიას. ამჟამად პოეტის ლექსების კრებულის გამოცემა იგეგმება.

გური ეთერ ავეტისიანი 2015 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა და მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.