თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულების მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებათ.
როგორც ერთ-ერთი დაშავებულის და პირად საუბარში აცხადებს, მის ძმას ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.
„ჩემს ძმას დღეს დაბადების დღე ჰქონდა და საყიდლებზე იყო გასული. რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი არ ვიცი“, – განაცხადა დაშავებული დამ.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, ის ამერიკულ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი, თუმცა როგორც კლინიკაში განმარტეს, კონკრეტული სერვისის საჭიროების გამო, ის სხვა კლინიკაში გადაჰყავთ.
თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში დღეს აფეთქება მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.