ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 ოქტომბერს, 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძირითადად 357 988 ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოიცავს. ყოველივეს განხორციელებას ტენდერებიდან დაზოგილი თანხით გეგმავენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 15 ტენდერიდან 324 622 ლარი დაზოგა, რომელიც სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტებია:
ინფრასტრუქტურული პროექტების სია, რომლებიც წელს სოფლებში ბიუჯეტში არსებული ცვლილების წყალობით განხორციელდება, ასეთია:
1. სოფელ არაგვას სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია – 22 708 ლარი
2. სოფელ ბეჟანოს სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია – 22 177 ლარი
3. განათება სოფელ კოთელიაში – 10 000 ლარი
4. განათება სოფელ გომანში – 10 000 ლარი
5. განათება სოფელ იხტილაში – 6000 ლარი
6. სოფელ ბავრაში ხელოვნური ტბის მშენებლობა – 48 222 ლარი
7. სოფელ ვაჩიანში ფეხბურთის მოედნის მშენებლობის დასრულება – 53 304 ლარი
8. ქალაქის ყოფილ N1 სამხედრო ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდის განათება – 13 091 ლარი.
ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან პროექტების უმეტესობა დასრულებულია, დანარჩენი კი მომზადების პროცესშია. სამუშაოების დასრულება წელს იგეგმება.