19 ოქტომბერს, თბილისში “აბულსა” და “კოლხას” შორის ფეხბურთის მატჩი გაიმართა.
თამაში ახალქალაქის “აბულის” სასარგებლოდ 2:1 ანგარიშით დასრულდა. ქულები სარქის ბაბაჯანიანმა და ალექს რაჯამაშვილმა მოიპოვეს.
სატურნირო ცხრილში “აბული” ხუთეულშია.
შემდეგი თამაში 26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. “აბული” “სოხუმის დინამოს” შეხვდება.
ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეორე სეზონი მიმდინარეობს, ბოლო მატჩი 16 ნოემბერს გაიმართება.