ჯავახეთში მოსავლის აღების სეზონია. ამას მიღებული სოფლის-მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია უნდა მოჰყვეს. ნინოწმინდაში მცხოვრებლები დაბალ სარეალიზაციო ფასზე წუხან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მძიმე შრომის შედეგად მოყვანილი კარტოფილის გაყიდვა მათ მიზერულ ფასად უწევთ.დაბალია ფასი ადგილობრივ რძის ნაწარმზეც.
რატომ ვერ ხერხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტზე მაღალი ფასის შენარჩუნება? რა გამოწვევები აქვთ ფერმერებს? როგორია სახელმწიფოს სერვისები და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი?
ნახეთ დისკუსია და მოისმინეთ ყველა მხარის პოზიცია. რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი და როგორია გადაწყვეტის გზები.
დისკუსია მომზადდა “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ SJMC-ს მიერ, პროექტის – ,,თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ