19 ივნისს ახალციხეში დაახლოებით 18:00 საათზე, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. „შკოდას“ მარკის ავტომობილს, რომელიც შსს–ს ეკუთვნის, უწყების თანამშრომელი მართავდა, „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი კი სამოქალაქო პირისაა.
შემთხვევის შედეგად „ბე ემ ვეს“ მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
„მთავარია კარგად ვართ, უბრალოდ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა“, – ამბობს იგი.
როგორც შსს–მ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ბე ემ ვეს“ მძღოლი დაჯარიმდა. გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი დაიწყო.