9 ოქტომბერს თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარ სურბ გევორგის ტაძარში ტოლმის ფესტივალი გაიმართა. ის სომხურ სათვისტომოში უკვე ტრადიციად იქცა. ამის შესახებ ერევნის სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური იტყობინება.
ფესტივალი საქართველოს სომეხ ქალთა კავშირის „შუშანიკის“, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, წმინდა გევორგის ტაძრის მრევლის მორწმუნე ქალების ეგიდითა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე ტერ კირაკოს დავთიანის, ქვემო ქართლის სოფლების შაუმიანის, კარმირისა და ახკერფის სულიერი მოძღვრის, მეუფე ტერ ზავენ იაზიჩიანისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანდასწრებით მღვდელმა ტერ ვირაპ კაზარიანმა საკვირაო წმინდა ლიტურგია ჩაატარა.
წმიდა ლიტურგიის დასასრულს ღირსმა მეუფე ტერ ზავენ იაზიჩიანმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის წმინდა კონდაკი წაიკითხა, რომელშიც სომეხთა პატრიარქი ვან ბაიბურტიანის მოღვაწეობას აფასებს.
საქართველოს სომხური ეპარქიის ხელმძღვანელის ტერ კირაკოს დავთიანის თხოვნით, ქართული სომხურენოვანი გაზეთის “ვრასტანის” რედაქტორი, გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სომხური ეკლესიის ერთგული მიმდევარი, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო სტრუქტურებისა და უმაღლესი სასულიერო სასამართლოების წევრი, სომხურ-ქართული მეგობრობის მიმდევარი, თბილისის საპატიო მოქალაქე ვან ბაიბურტიანი სომხური წმინდა სამოქციქულო ეკლესიის საპატიო ორდენებით – “სურბ სააკ” და “სურბ მესროპ” – დაჯილდოვდა.
ეპარქიის მღვდელმა ტერ კირაკოსმა ვან ბაიბურტიანს მიულოცა, აკურთხა და სომხური ეკლესიის ორდენით დააჯილდოვა.
სადღესასწაულო განწყობა ტაძრის ეზოში გაგრძელდა, სადაც ერთმანეთის გვერდით სამ ათეულამდე ქოთანი მოეყწო სხვადასხვა სახის სურნელოვანი ტოლმებით, რომლებიც საქართველოს სომეხ ქალთა კავშირის “შუშანიკის”, სურბ გევორგის ტაძრის მრევლი ქალების, “აიართუნ” ეპარქიის და “ჰოვანეს თუმანიანის სახლის”, ქალაქში მოქმედი სხვა შემოქმედებითი კავშირების და მრავალრიცხოვანი მორწმუნეების მიერ იყო წარმოდგენილი.
წმინდა მამის მიერ სუფრის კურთხევისა და სამშობლოს სახელმწიფო წარმომადგენლის მილოცვის შემდეგ, დამსწრეებს ეროვნული კერძით გაუმასპინძლდნენ.
საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“ ფესტივალის ყველა მხარდამჭერსა და მონაწილეს მადლობას უხდის.