უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირებს, რომლებსაც საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, დღეიდან ეს შესაძლებლობა ეძლევათ. რეგისტრაციისთვის 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დაუკავშირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
განაცხადი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ.თბილისი, ე. მინდელის ქ. N9), ხოლო მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში უნდა შეავსოთ. შემდგომში ერთიანი ავტომატიზაციის მართვის სისტემით (eflow) ცენტრში ისინი გადაიტანენ განაცხადებს.
განაცხადს რეგისტრაციისთვის უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან უკვე მიიღეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კრედიტები/კვალიფიკაცია.
გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარია. იგი 26 ოქტომბერს ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს naec.ge