2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასის 100 ლარით გაზრდა იგეგმება, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.
სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის ხელფასი მოიცავს ასევე, 2020 წელს, მთელი წლის განმავლობაში პოლიციისა და ჯარის ანაზღაურების გაზრდის დაფინანსებისთვის საჭირო თანხასაც.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტების მხარდაჭერის საცხოვრებელი ადგილის მოწყობისთვის გათვალისწინებულია 103,1 მილიონი ლარი. 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია მიწის რეგისტრაციის ზომების მიღების მხარდასაჭერად.