აგვისტოსა და სექტემბერში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თუ ივნის-ივლისში მართვის მოწმობა 22 ადამიანმა აიღო, აგვისტოში 22-ზე მეტი პირი იყო ასეთი, ხოლო სექტემბერში – 26.

Ამგვარად:

სამცხე-ჯავახეთში აგვისტოში მართვის მოწმობა 22-მა ადამიანმა აიღო, მათგან 13 მამაკაცია, 8 კი ქალი, ხოლო ერთი ადამიანის სქესი უცნობია. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს 17, 18, 19, 21, 22, 24, 27, 31, 33, 37 და 38 წლის პირებმა.

სექტემბერში მართვის მოწმობა 26-მა მოქალაქემ აიღო: 8 ქალი და 18 მამაკაცი. ერთ-ერთი ქალი რუსეთის მოქალაქეა, დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან.

გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს 17, 19, 20, 22, 25, 33, 34, 39, 42, 43, 49 და 54 წლის პირებმა.

იანვარ-მაისის სტატისტიკას:

2022 წლის იანვარში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 137-მა ადამიანმა აიღო – 74 მამაკაცი და 63 ქალი. მოწმობის აღების მსრუველთა შორის ბევრი იყო 17 წლის ბიჭი – 34 ადამიანმა.

თებერვალში მართვის მოწმობა 204-მა ადამიანმა აიღო – 133 კაცი და 70 ქალი, ერთმა პირმა სქესი არ მიუთითა.  მართვის მოწმობების უმეტესობა 17 წლის ბიჭებმა აიღეს – 59 ადამიანმა.

მარტში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 204-მა ადამიანმა აიიღო – 105 მამაკაცი და 98 ქალი, ერთმა სქესი არ მიუთითა. მოწმობა 36-მა 17 წლის ბიჭმა და 13-მა 18 წლის გოგონამ აიღო, 10-ზე ნაკლები კანდიდატი სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელია.

აპრილში მართვის მოწმობა 169-მა ადამიანმა აიღო – 82 ქალი და 86 მამაკაცი, ერთმა სქესი არ მიუთითა.  სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და მართვის მოწმობა აიღეს, 17 წლის ბიჭები არიან.

მაისში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 69-მა ადამიანმა აიღო – 43 ქალი და 26 მამაკაცი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მართვის მოწმობის ამღებთაგან ყველაზე მეტი 17 წლის ბიჭები არიან – 11 ადამიანი.

ივნისში მართვის მოწმობა 8 ადამიანმა აიღო.

ივლისში მოწმობა 14-მა მოქალაქემ აიღო: 4 ქალი და 8 მამაკაცი, ერთმა სქესი არ მიუთითა.

2022 წლის 25 აპრილიდან თეორიულ და სპეციალურ პლატფორმაზე პრაქტიკულ გამოცდას ახალი სავალდებულო გამოცდა დაემატა – მანქანის ქალაქის პირობებში მართვა.