ახალქალაქის მუნიციპალიტეტი უკრაინის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალქალაქის მერიის ვებგვერდზეა  განთავსებული.

განცხადებაში წერია.

“უკრაინის მოსახლეობა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე დგას და ნებისმიერი სახის დახმარებას საჭიროებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად”

ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.

საქველმოქმედო აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე – 571740171 თეიმურაზ მანველიან .

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.