17.03.2020
ნახვები: 639 |
ავტორი: Kristina Marabyan
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის სომხური სამოციქულო ეკლესიები მრევლს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ მოუწოდებენ.
მიმართვაში აღნიშნულია:
- გავითვალისწინოთ სახელმწიფო ორგანოების რჩევა და ბრძანებები. მკაცრად დავიცვათ სანიტარიულ-ჰიგიენური წესები და ბრძანებები
- თვითიზოლაციაში ვიყოთ სახლში, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით.
- სამცხე-ჯავახეთისა და წალკის სომხურ ეკლესიებში, ყველა მასობრივი ღონისძიება გადაიდო.
- მორწმუნეთათვის ეკლესიები ღია იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე, მაგრამ მასობრივი ღონისძიებები და რიტუალები, ასევე, ლოცვა არ ჩატარდება. ხოლო დიდ ხუთშაბათამდე ყველა საეკლესიო მსახურება და სხვა რიტუალები მრევლის გარეშე ჩატარდება.
- გარკვეული დროის განმავლობაში გაუქმდება ჯვრისწერისა და ნათლობის რიტუალები.
- დაკრძალვის რიტუალი მხოლოდ სასაფლაოზე მსახურების ჩატარებით შემოიფარგლება. მოგიწოდებთ უარი თქვათ დაკრძალვის ხალხმრავალ ცერემონიალზე. ასევე, ხელის ჩამორთმევით მისამძიმრებისგან შეიკავოთ თავი.
სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის მოწოდებით, მიმდინარე წლის 18 მარტს, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, 19:00 საათზე, ყველას მოუწოდებენ ლოცვისკენ. ყველას შეუძლია ილოცოს, იქ, სადაც იმყოფება ილოცოს და ღმერთს სთხოვოს მთელი მსოფლიოს შეწყალება, რათა სულიერი ერთიანობით ეს განსაცდელი გადავლახოთ.
“ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენი თხოვნა იქნება, გაიაზროთ შექმნილი მდგომარეობა, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული გარშემომყოფთა ჯანმრთელობა”, – ნათქვამია ვიკარიატის შეტყობინებაში.