ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი მიმართავს და აფრთხილებს სილამაზის სალონების მფლობელებს სარეგისტრაციო განცხადებები გაანახლონ. სალონების შემოწმებისას და განახლებული სარეგისტრაციო დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სალონი დაჯარიმდეს.
როგორც სირანუშ ტონაკანიანმა აღნიშნა, მფლობელებს ამ დოკუმენტის განახლება ახალქალაქის იუსტიციის სახლში შეუძლიათ.