დღეს, პირველ მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს. იგი ახალციხის ბაზარში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და ტერიტორიას ათვალიერებს.
სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ბაზარში დახლები ისე უნდა განლაგდეს, რომ მოვაჭრეებს შორის დისტანცია იყოს დაცული. გარდა ამისა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პერიმეტრი, რათა ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლები არ შევიდნენ. ასევე უნდა მოეწყოს საპარკინგე ადგილები. სავაჭრო ცენტრში შესვლამდე კი მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს.
მინისტრის მოადგილეს ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უცნობია ბაზრის გარდა, კიდევ რის მონახულებას აპირებს.