ხას ბახჩას პარკთან არსებულ სპორტულ მოედანზე 4 ოქტომბერს ახალქალაქის მერიის თანამშრომლის, ჰოვანეს ამირბეკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.

1

მემორიალურ ტურნირში მონაწილეობას იღებენ საკრებულოს, მერიის, სპორტული სკოლის, SGJC გაზის კომპანიის, ასევე ბანკების, „კრედოს“, “თიბისისა” და „საქართველოს“ თანამშრომლები.

3

მემორიალური ტურნირი ორ ეტაპად გაიყო. 4 ოქტომბერს სპორტული სკოლის თანამშრომლებმა საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ითამაშეს, სადაც საკრებულოს გუნდმა გაიმარჯვა, შემდეგ “კრედო” ბანკი და ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ ერთმანეთს, თამაში “კრედოს” გამარჯვებით დასრულდა, მერიისა და ბანკ „საქართველოს“ თანამშრომლების დაპირისპირებაში მერიის გუნდი დამარცხდა. ბოლო მატჩი “თიბისი” ბანკის თანამშრომლებსა და გაზის კომპანია SGJC-ის თანამშრომლებს შოის შედგა, სადაც “თიბისიმ” გაიმარჯვა.

მეორე ტურის მატჩები 6 ოქტომბერს გაიმართება.

2

ჰოვანეს ამირბეკიანი ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მუშაობდა. ის 2020 წელს კორონოვირუსით გარდაიცვალა.