30 სექტემბერს ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობას ეხებოდა.
„მიმინოს“, ფიროსმანს, მთიანი ღარაბაღის ომების გმირებს, კომიტასს და სხვა მრავალ თემას შეეხნენ ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრებში, რათა ხაზი გაესვათ მათი მნიშვნელობისთვის. გამოფენაზე მოწვეული იყვნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„ამჯერად, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვაწყვეთ გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობა“. მისი მიზანია, ნამუშევრების დახმარებით ვაჩვენოთ თუ რა გზა გაიარა საქართველომ და სომხეთმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფოებმა საბჭოთა კავშირის შემდეგ. ვისაუბრეთ ამ ორი მოძმე ხალხის მეგობრობაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნამუშევარი „დამოუკიდებლობის“ თემატიკაზე“, – განმარტავს კარლენ კარაპეტიანი, ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მასწავლებელი.
პატარა მხატვრების ნამუშევრებს შორის იყო ნახატები ყოფიერების სიმძიმის, დეზინფორმაციის, ნებისყოფის შესახებ.
“მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც თვალს ხუჭავს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ისინი არ საუბრობენ რამე მნიშვნელოვანზე. ამიტომ ჩემს სურათზე გამოსახული გოგონას თვალები დახუჭულია. თავი სხეულისგან განცალკევებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია იპოვოს ძალა და საკუთარ თავს დაუბრუნდეს. მეორე ნამუშევარზე კაცი-მარიონეტია; სიგარეტის კვამლში,რომელსაც ეწევა ყველა გაჭირვება, ტანჯვა და უბედურება გამოიხატება, მასშ შეგროვებულია სამყაროს მთელი სიმძიმე, – საკუთარ ნამუშევრებს აღწერს სამხატვრო სკოლის მოსწავლე არუსიაკ დურგარიანი.