30 სექტემბერს ახალქალაქის რაიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
30 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსის 5 სწრაფი ტესტი გააკეთა, მათგან ორი დადებითი იყო.
6 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კორონოვირუსის და დაავადების მსუბუქი ფორმის დიაგნოზის მქონე პირმა უნდა გაიაროს ხუთდღიანი თვითიზოლაცია, ხოლო დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობის მქონე პირმა – ათდღიანი. კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაცია საჭირო არ არის, მაგრამ გარეთ 10 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ატარონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მაისიდან ორ ადამიანს გაუკეთდა. მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, ვაქცინირებულთა რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო-სვანეთს უსწრებს. 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 26 სექტემბრამდე მუნიციპალიტეტში აცრა 30 603 ადამიანს ჩაუტარდა.