ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლებისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა და შიდა გზების მოასფალტება დაიწყო. ნინოწმინდის 3 ქუჩისა და 8 სოფლის შიდა გზის ასფალტირებისთვის მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სააღრიცხვო სამუშაოების კონკურსი გამოაცხადა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 257 000 ლარი გამოყო.
გზებს მომავალ წელს მოასფალტირებენ, თუმცა სამუშაო პროექტები ახლა მომზადდება. მათ შედგენაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა და განაცხადებების მიღების პროცესი მიმდინარეობს. ყოველივესთვის 257 000 ლარია გამოყოფილი.
შეკვეთილია საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემდეგი ქუჩებისა და სოფლების ასფალტირებისთვის: სოფელი ხორენიის, ჯიგრაშენის, ეფრემოვკას, გორელოვკას, ეშტიას, განძას, ოროჯალარის სათხას ტრასამდე, პატარა ხანჩალის შიდა გზები.
ნინოწმინდაში მოასფალტდა აღმაშენებლის, გაგარინისა და ჯაფარიძის ქუჩები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანივარდ მოსოიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა უკვე დაასრულა ცენტრალური გზებიდან სოფლებისკენ მიმავალი გზების ასფალტირება და სოფლის შიდა გზებზე მუშაობა დაწყებულია.