ახალქალაქში 25 დეკემბრამდე ნაძვის ხე დამონტაჟდება, ამისათვის საბოლოოდ 5 000 ლარი გამოყეს.
ცვლილებები ახალქალაქის ბიუჯეტში, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად შეტანილი იყო საახალწლო მორთულობისთვის 14 000 ლარის გამოყოფა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის ინფორმაციით, გადაწყდა, ქალაქის მორთულობისთვის 5 000 ლარის გამოიყოს.
“მერიის ბრძანებით, საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟს მერიის დასუფთავების სამსახური განახორციელებს. ამისათვის გამოყოფილია 5 000 ლარი. ეს თანხა გათვალისწინებულია ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისათვის, ასევე ქალაქის მორთულობისთვის. საზეიმო ღონისძიება არ ჩატარდება, მაგრამ ნაძვის ხეს დავდგამთ. ასევე შეიცვლება ინსტალაცია, რომელიც შარშან იყო, ანუ წარწერა “2020 წელი” “2021 წელით” შეიცვლება. მოირთვება მოედანი. ცენტრალურ ქუჩაზე და ქალაქის პარკში შარშანდელ განათებებს გამოვიყენებთ. ხოლო რაც დაზიანდა, დაზიანდა. ილუსტრაციის გამოცვლა უკვე დავიწყეთ. ნაძვის ხე 25 რიცხვამდე დამონტაჟდება”, – განაცხადა ვლადიმერ სტელმაშოვმა.
წლეულს ახალქალაქის მოსახლეობას საახალწლო განწყობა არ აქვს. ამის მიზეზი არა მხოლოდ შეზღუდვები და კორონავირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაა, არამედ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი და მთიან ყარაბაღში ომი.
საახალწლო მორთულობებისთვის ახალქალაქის მერიამ 14 100 ლარი მოითხოვა
ახალქალაქელები უარს ამბობენ ახალი წლის აღნიშვნაზე