ი.ბ. 1983 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს, 18 სექტემბერს ახალქალაქში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული, დღეს, 21 სექტემბერს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

18 სექტემბერს, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც  ავტომობილს თურქული სახელმწიფო ნომრით მართავდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულისა და მისი ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია და 11 ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 3.4 პუნქტით ედება – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, აალებადი ან ფეთქებადი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გაგზავნა ან რეალიზაცია. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.