საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის წყალობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

„იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.