სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 416 510 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 378 გარდაიცვალა, 395 700 კი – გამოჯანმრთელდა.