სომხეთში კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 55 736-მდე გაიზარდა, იუწყება სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 9 ოქტომბრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა 55,087 იყო, ამრიგად, დღე-ღამეში 649 ახალი ინფექციის შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში კორონავირუსის გართულებების შედეგად 1016 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 6 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც “სხვა მიზეზების გამო” გარდაიცვალა, არის 303 (გასულ დღე-ღამეში 1 ახალი შემთხვევა).
COVID-19-გან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 45 771-ს შეადგენს. 8646 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 322 528 გახდა.