დასაქმებული პირები, რომლებიც მუდმივად იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს, აპრილიდან დაწყებული, 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიირებენ. ამისათვის ამ ადამიანებს არაფრის წარდგენა რა ესაჭიროება, ინფორმაცია დამსაქმებელმა უნდა გადასცეს.
«დასაქმებული პირები, რომლებსაც არ ერიცხებათ ხელფასი, იმყოფებიან შვებულებაში ან განთავისუფლებულნი იყვნენ სამსახურიდან, დახმარების სახით ნახევარი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ»,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.
მისი თქმით, თითოეული ასეთი მოქალაქის დახმარების საერთო თანხა 1200 ლარს შეადგენს.
«ამ სიებს შემოსავლების სამსახური შეადგენს და გადაეცემა ჩვენი დასაქმების სააგენტოს. ოფიციალურად აყვანილ მუშაკებს არ ესაჭიროებათ არავითარი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და დამატებითი რეგისტრაციის გავლა. მათი დამსაქმებლები, როგორც ყოველთვიურად აკეთებდნენ, გააგზავნიან შემოსავლების სააგენტოში ანგარიშს, რომელიც წარადგენს სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების ინფორმაციას და თანხა ავტომატურად გადაირიცხება მათ ანგარიშებზე»,- განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
დასაქმებულთა კომპენსაციის მიღების პროცედურა შემდეგნაირია. მაისში, 15 რიცხვამდე, როდესაც დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურში ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციას (აპრილის თვის) აგზავნის, ის წარადგენს ასევე იმ მომუშავეთა მონაცამებს, რომლებმაც 2020 წლის პირველ კვარტალში (იანავარი, თებერვალი, მარტი) თუნდაც ერთი თვე ღებულობდნენ ხელფასს და ამის შემდეგ არ ღებულობენ ანაზღაურებას. დამსაქმებელმა შემოსავლის სამსახურის მიერ, სპეციალურად მომზადებული ფორმით უნდა შეიტანოს ყოფილი თანამშრომლის ან იმ თანამშრომლის მონაცამები, რომლებმაც აპრილში ხელფასი არ მიიღეს:
– სახელი, გვარი და მომუშავის პირადი ნომერი
– საკონტაქტო მონაცემები
– საბანკო რეკვიზიტები (ანგარიში)
ამის შემდეგ, ამავე თვის (მაისის) 20 რიცხვამდე შემოსავლების სამსახური შეადგენს იმ ხალხის სიას, რომლებმაც დამსაქმებელთა ინფორმაციის თანახმად, დაკარგეს სამსახური და დასაქმების სააგენტოში გააგზავნის, რომელმაც თავის მხრივ კომპენსაცია უნდა გადარიცხოს.
აღნიშნული პროცედურის შედეგად, ყოველ მომდევნო თვეს, 6 თვის განმავლობაში, ის ადამიანები რომლებმაც სამსახური დაკარგეს, შეძლებენ 1200 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღებას.