ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენას, რომელიც ქალაქიდან სულ რაღაც 8,5 კმ-ში მდებარეობს, ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გაზიფიცირება სახელმწიფო პროგრამით განხორციელდა, სოფლისკენ მიმავალი გზა დანგრეულია. პტენაში ამბობენ, რომ თუ გზები არ გაკეთდება, სოფელში გაზს ნამდვილად არ გაიყვანენ, მაშინ სოფელს დატოვებენ.
პტენაში 300-მდე მოსახლეა, ძირითადად მოხუცები, ახალგაზრდები შესაძლებლობისთანავე ტოვებენ სოფელს. მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელს ცოტა ყურადღება რომ მიაქციონ, ახალგაზრდები არ წავლენ.
სოფლის მოსახლეობა ორ მნიშვნელოვან პრობლემას ასახელებს: გზები და ბუნებრივი აირი.
„ჩვენ არ გვაქვს გზა, არ გვაქვს გაზი, ეს არის ჩვენი სოფლის მთავარი პრობლემა. გაზის პროექტი იყო, ჩუნჩხასთან მილები გათხარეს და გაიყვანეს, მაგრამ დაუმთავრებელი დარჩა. როდის შეკეთდება გზა, ვერ ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, იმდენჯერ თქვეს, რომ გაარემონტებდნენ, რომ უკვე დავბერდი, – ამბობს სოფელ პტენაში მცხოვრები ავთანდილ მელიქიძე.
5 წლის წინ შედგა სოფელ პტენაში გზის საფარის დაგების პროექტი, მაგრამ არ განხორციელებულა.
„სოფელ დილისკაში გზის მოასფალტება მთავრდება. ამბობენ, 5-წლიანი პროექტია, მაგრამ არ აკეთებენ. იქ გაზი ასპინძიდან შეიყვანე და ამბობენ, რომ ხაზი დასრულებულია და მზადაა, მაგრამ სამი წელია გაზი სოფლამდე არ მოსულა“, – ამბობს პტენას მცხოვრები დავით ხორვანიძე.
მერი მელქონ მაკარიანი ამბობს: „მივმართეთ შესაბამის სამინისტროს და მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი განცხადება მიღებულია და დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ეს. რაც მთავარია, ამდენი სამუშაო ჩატარდა, გაზი გაყვანილია, რჩება მხოლოდ დაკავშირება“.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, სოფელ პტენაში ბეტონის გზის მშენებლობის პროექტი მზად არის, რომლის დაწყება მომავალი წლიდან იგეგმება, წელს სამუშაოები უსახსრობის გამო ვერ დაიწყება.
ამ სოფლის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას მისდევს. არიან ისეთებიც, ვინც ახალქალაქში ცხოვრობს, მაგრამ სოფელში მიწას მაინც ამუშავებს, კარტოფილი და ხორბალი მოჰყავს. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ასე თუ გაგრძელდა, მიწათმოქმედებას შეწყვეტენ, ყველაფერი გაძვირდა.
„გზა თუ მოასფალტდება, ქალაქში მომუშავე ხალხი არ გადავა ქალაქში საცხოვრებლად, თუნდაც მცირედი პირობები რომ შექმნან, ხალხი სოფლიდან წასვლას შეწყვეტს“, – ამბობს ავთანდილ მელიქიძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ სოფელში ნორმალური პირობები იქნება, სოფელი ახალგაზრდებისგან არ დაიცლება. ისინი ძირითადად ახალქალაქში, თბილისში, ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქებში მიემგზავრებიან.
პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ, სოფლის მცხოვრებლებს არ ავიწყდებათ სიამაყით აღნიშნონ, რომ მათ სოფელს აქვს ახლად აშენებული სკოლა და საბავშვო ბაღი. სოფელ პტენას 9-წლიან სკოლაში 33 მოსწავლე სწავლობს, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მეზობელ სოფელ ჩუნჩხაში საჯარო სკოლაში განაგრძობენ სწავლას.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 დადგენილებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები პტენა და ჩუნჩხა 2019-2021 წლების რაიონების გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაშია შეტანილი.
ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ ასპინძის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ჩუნჩხასა და პტენამდე გაზსადენი მილი გაიყვანა. იყო ვარაუდი, რომ სადისტრიბუციო ქსელს კერძო კომპანიები მართავენ. ორ წელზე მეტია ორი სოფლის მოსახლეობა საბოლოო გაზიფიცირებას ელოდება.
წლების განმავლობაში მაგისტრალური გაზსადენი გაფუჭდა, მილები დაიშალა და ადგილ-ადგილ ჩამოინგრა.
ასევე წაიკითხეთ:
დილისკა-პტენა-ჩუნჩხა, კიდევ 4,5 კმ ცემენტ-ბეტონის გზა
გაზიფიცირება სახელმწიფო პროგრამით განხორციელდა, თუმცა გაზი ადრესატამდე არ მისულა