დღეს, დილიდან, ახალქალაქელები ქალაქის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავენ – საკონცერტო პროგრამით, კერძებით, საბავშვო პროგრამით და სხვა მრავალით.

ქალაქის ცენტრალური პარკი სავსეა დღესასწაულის მონაწილეებით.  საზეიმო ღინისძიება ქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მისალოცი სიტყვით გახსნა.

„ძვირფასო ახალქალაქელებო და სტუმრებო, დღეს ჩვენს ქალაქში დღესასწაულია. ჩვენი ქალაქი 958 წლისაა. სიყვარულით და მთელი გულით აღვნიშნოთ დღეს ჩვენი ქალაქის დღე, ვაქციოთ ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად. ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს სრულ სიხარულს და მონაწილეობას სადღესასწაულო ღონისძიებებში. ძვირფასო ქალაქო, ჩვენო საყვარელო ახალქალაქო, გილოცავთ დღესასწაულს. ვიხალისოთ და ტრადიციად ვაქციოთ ამ დღეს ქალაქის დღის აღნიშვნა. რომ ნანატრ დღედ იქცეს “, – თქვა მან.

den goroda 1

Javaxq

Javaxq 2

Murji

Murji 2

dholchiner

Dhol zurna

მერის გამოსვლის შემდეგ წამყვანებმა მოკლე ექსკურსი მოაწყვეს ახალქალაქის ისტორიაში, რის შემდეგაც ადგილობრივი ანსამბლებისა და არტისტების კონცერტი დაიწყო. გამოვიდა ანსამბლები: “ჯავახკი”, “მურჯი” და სხვა მუსიკალური ჯგუფები სოფლებიდან და ქალაქებიდან.

მეზობლად თითოეული სოფელი თავისი ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კერძებს მასპინძლობდა, სოფელი ხულგუმო ახალქალაქელებს მრავალი სახეობის თევზით გაუმასპინძლდა, შემწვარი, შებოლილი და ცეცხლზე გამომცხვარი. კიდევ ერთი დელიკატესი იყო თონეში შემწვარი ძროხის თავი, ასევე იყო ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი, ღორის ხორცი, რამდენიმე სახეობის ტოლმა, სასმელი, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და მრავალი სხვა. ახალქალაქის ქართული სოფლები ზეიმის მონაწილეებს ტრადიციული ქართული ხინკლით, აჩმით და ხაჭაპურით მასპინძლობდნენ. ახალქალაქის საკრებულო ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ტრადიციული ტკბილეულით: ჰალვა, გათა, ჩირი, ბერაკი და სხვა მრავლით გაუმასპინძლდა.

halva

kartoshka xorovac

kovi glox

Sterlyad

xinkali

Iricyan

Sakrebulo

ბავშვებისთვის მომზადდა საბავშვო პროგრამა, მათ შეეძლოთ ეთამაშათ და გადაეღოთ სურათები სხვადასხვა მულტფილმების ან ზღაპრის გმირების ანიმატორებთან. ბავშვები მხიარულობდნენ და ცეკვავდნენ მედოლეების დაკრულზე.

den goroda 2

barabanshik

სადღესასწაულო პროგრამა ჯერ კიდევ გრძელდება, წინ მოწვეული არტისტების საკონცერტო პროგრამა, დისკოტეკა ფოიერვერკით და კიდევ ბევრი რამ გელით.