პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი, მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.
“111” – ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
“111”-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.
ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაეროს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.
ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი “111” უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მომავალ თაობაზე.