უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში, 551 აჭარაში, 245 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ბერდია სიჭინავამ ისაუბრა „კოვიდ-19“-ის სტატისტიკაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახავს.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 10 767-ს.
სამწუხაროდ, 24 საათში რვა ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ 201 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის – 788, აჭარაში – 551, იმერეთში – 245, ქვემო ქართლში – 87, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 868, აჭარაში-2 059. სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში – 10 245, იმერეთში – 3 861.
ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.